გია ვოლსკი - „თიბისი ბანკისა“ და ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული განცხადებებით ყველანაირ პოლიტიკურ ინსინუაციებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ბოლო მოეღო

„თიბისი ბანკისა" და ეროვნული ბანკის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებებით ყველანაირ პოლიტიკურ ინსინუაციებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ბოლო მოეღო, დამთავრდა, წერტილი დაესვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. თუმცა იქვე დასძინა, რომ ბრძოლა პორტის საკითხისთვის პოლიტიკური შეფერილობის წარმოსაჩენად გრძელდება.

„რომ არა სახელმწიფოს მხარდაჭერა ასეთი დონის და მასშტაბის პროექტი არ განხორციელდებოდა. არავითარი ინვესტორი ამაში მონაწილეობას არ მიიღებდა თუ პროცესში ხელისუფლება არ ჩაერთვებოდა. სახელმწიფოს მხრიდან არათუ მონაწილეობა, არამედ სახელმწიფოს ინიციატივაც კი თვალსაჩინოა და სამწუხაროა, რომ გარკვეულ თემებს პოლიტიკურ სპეკულაციებს აბამენ, რასაც საფუძველი არ აქვს. სხვათა შორის, ლონდონში შეკრებილი აქციონერთა საბჭოც აბსოლუტურად ცხადად გამოხატავს თავის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, „თიბისი ბანკისა“ და ეროვნული ბანკის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებებით ყველანაირ პოლიტიკურ ინსინუაციებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ბოლო მოეღო, დამთავრდა, წერტილი დაესვა", - განაცხადა ვოლსკიმ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს