პროექტის „ტყისა და ლანდშაფტის გაუმჯობესებული მართვის ხელშეწყობა კავკასიის რეგიონში“ მოსამზადებელი ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მე-6 ციკლის (GEF-6) პროექტის „ტყისა და ლანდშაფტის გაუმჯობესებული მართვის ხელშეწყობა კავკასიის რეგიონში“ მოსამზადებელი ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდნ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ გახსნა.

მინისტრის მოადგილემ პროექტის ფარგლებში სომეხი და აზერბაიჯანელი კოლეგებისათვის საქართველოს სატყეო სექტორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პროექტი ფინანსდება გარემოს გლობალური ფონდის მიერ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მეშვეობით და მისი აღსრულება REC Caucasus და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის მიერ ხორციელდება. პროექტი კავკასიის სამივე ქვეყანას მოიცავს და ბიუჯეტი 1 მლნ აშშ დოლარია.

შეხვედრაზე ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან და ბენეფიციარებთან განიხილეს პროექტის მოსალოდნელი შედეგები და დაგეგმილი ქმედებები.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში განხორციელდება ტყის აღდგენის შესაძლებლობების შეფასება და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით მოხდება რუკების შედგენა. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას და დღის წესრიგი 20/30-ის ამოცანების მიღწევას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა