ქართულმა უნივერსიტეტმა საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა დღეს შპს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან აცნობეს, მნიშვნელოვანი დოკუმენტი ინფორმატიკის ნიჭის მქონე მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობის გამოვლენის, წახალისებისა და ოლიმპიადისთვის მომზადების მიზნით გაფორმდა.

უნივერსიტეტის განცხადებით, დოკუმენტს, „საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში“, ხელი მოაწერეს ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის“ დირექტორმა გიორგი თოდრიამ.

„ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს მოსწავლეებისა და სტუდენტების მომზადებას ოლიმპიადისათვის. ამ მიმართულებით ქართული უნივერსიტეტი გაააქტიურებს მუშაობას, რათა აღნიშნულ ცენტრთან ერთად გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდები, დააახლოვოს ისინი ერთმანეთთან და უნივერსიტეტში ჩაატაროს ორი ოლიმპიადა - მათემატიკური კონკურსი „იმედი ხვალის“ და საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში. აღნიშნული აქტივობები ერთ ან რამდენიმე ტურად ჩატარდება. დასკვნითი ტურიც ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.

მათივე ინფორმაციით, ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური და ფინანსური საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფენ ორივე მხარის მიერ არჩეული საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, ხოლო შინაარსობრივ მხარეს სამეცნიერო კომიტეტის წევრები, რომელთაც ასევე ერთად ირჩევენ ქართული უნივერსიტეტი და ცენტრი „მზიური.“

„მემორანდუმს, რომელიც ქართულ უნივერსიტეტში გაფორმდა, დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისათვის, არამედ ქართველი ახალგაზრდების ნიჭიერების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა