გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძისთვის შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის საკითხზე რუსთავის ციხეში მსჯელობენ

გორში 9 წლის გოგონას, ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესი ამ წუთებში რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარეობს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა, გარდა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვისა, დღეს იაგო ნებიერიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

„პენიტენციური დეპარტამენტის მე-6 დაწესებულებაში იაგო ნებიერიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ტარდება.

აღნიშნულ სხდომაზე სასამართლო იმსჯელებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობისა და ასევე, საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საკითხზე. ასევე, დღეს გადაისინჯება იაგო ნებიერიძის მიმართ გამოყენებული პატიმრობა.

ყველა მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულია, წარმოდგენილია სასამართლოში, რაზეც დღეს სასამართლო იმსჯელებს", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა