ადვოკატის ინფორმაციით, დღეს გაირკვევა, აირჩევს თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძე

9 წლის გოგონას ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძე აირჩევს თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ეს დღევანდელ პროცესზე გახდება ცნობილი. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, მარიამ პაპოშვილმა განუცხადა.

ამ წუთებში, რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში იაგო ნებიერიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ნებიერიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები ირღვევა და პროკურატურა მათ არათანაბარ პირობებში ამყოფებს.

"სენსიტიური თემაა, ამ საკითხზე საუბარი ძალიან რთულია, მაგრამ ხელწერილი დამაწერინეს, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ინფორმაციის გაჟღერება მეკრძალება. თუმცა, ბრალდების მხარემ არათანაბარ პირობებში ჩაგვაყენა, ვინაიდან მათ ბევრი ინფორმაცია გააჟღერეს. იაგო ნებიერიძის უფლებები ირღვევა.

მეორე მხარეს ვუთანაგრძნობ ასეთი რამ რომ მოხდა, მაგრამ წინასწარ არავინ იცის საბოლოოდ რა გადაწყდება.

დღეს წინასასამართლო სხდომაა, გვექნება შუამდგომლობები, დღეს გადაწყდება ავირჩევთ თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, თუ არსებითად მოხდება განხილვა", - აცხადებს პაპოშვილი.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო