მარიამ ქვრივიშვილი უნგრეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი უნგრეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის Unitravel Management -ის დირექტორსა და დამფუძნებელს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე თბილისსა და ბუდაპეშტს შორის პირდაპირი ავიარეისის დანიშვნის შესაძლებლობა განიხილეს. Unitravel Management განსაკუთრებით დაინტერესდა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებით. უნგრეთის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით მარკეტინგული კამპანიების ჩატარება და პრეს და გაცნობითი ტურების ორგანიზება იგეგმება, აპრილში – საქართველოში პრეს და გაცნობითი ტური მოეწყობა. ტურში მონაწილეობას მიიღებენ უნგრეთის წამყვანი მედია საშუალებების და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები.

ტურის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს კულტურას, ისტორიას, ქართულ სამზარეულოს და ღვინის ტრადიციულად დამზადების წესებს.

ასევე დაგემილია საქართველოს სამთო კურორტებზე გაცნობითი ტურის მოწყობა უნგრეთის ტურისტული კომპანებისათვის.

2018 წელს უნგრეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა +14.1 %-ით გაიზარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო