გიგა ბოკერია „თიბისიზე“ - ის, რაც მოხდა, საზოგადოების სერიოზული შეშფოთების საგანი უნდა იყოს

ის, რაც უკვე მოხდა და რაზეც უდავო ფაქტებია, მთელი საზოგადოების სერიოზული შეშფოთების საფუძველი უნდა იყო, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ივანიშვილს შეუძლია სახელმწიფო ინსტიტუტებს დაუკვეთოს რომელიმე ბიზნესის დევნა, ურტყამს თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ კეთილდღეობას.

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბატონი მამუკა ხაზარაძე. ის, რაც უკვე მოხდა და რაზეც უდავო ფაქტებია, მთელი საზოგადოების სერიოზული შეშფოთების საფუძველი უნდა იყოს. ჩვენი ვალია ამაზე რეაგირება. ის, რომ ივანიშვილს შეუძლია სახელმწიფო ინსტიტუტებს ნებისმიერი მოტივით დაუკვეთოს რომელიმე ფიგურის ან ბიზნესის დევნა და მერე შედეგს მიაღწიოს, ურტყამს არა ერთ ბანკს ან ერთ პირს, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის მომავალ ეკონომიკურ კეთილდღეობას. პირდაპირი ზიანის მომტანია და ჩვენი ვალია, ამას შევეწინააღმდეგოთ," - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო