ანა დოლიძე "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშზე - ჩართული უთოდანაც ისმის მურუსიძე - ჩინჩალაძის კლანზე და სასამართლო ხელისუფლების პრობლემებზე საუბარი

ჩართული უთოდანაც ისმის მურუსიძე - ჩინჩალაძის კლანზე და სასამართლო ხელისუფლების პრობლემებზე საუბარი, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს. მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე საუბარია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

„ძალიან საინტერესოა რა ტრიბუნიდან ელოდება ბიძინა ივანიშვილი სასამართლო ხელისუფლების კრიტიკას, იმისთვის რომ მიხვდეს მურუსიძე - ჩინჩალაძეში ის უკვე ძალიან ძვირ ფასს იხდის. ლამის „ჩართული უთოდანაც“ ისმის მურუსიძე - ჩინჩალაძის კლანზე და სასამართლო ხელისუფლების პრობლემებზე საუბარი. Freedom House- ის ანგარიშში საუბარია კორუფციაზე, მართლმსაჯულების არაეფექტურობაზე რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ისმის პირდაპირი კრიტიკა, რომ სასამართლო ხელისუფლება წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს „შავ ლაქას“. სტაგნაცია, რომელიც მურუსიძე-ჩინჩალაძეს მოაქვს სასამართლო ხელისუფლებაში, პოლიტიკურად ძალიან ძვირი უჯდება ბიძინა ივანიშვილს“,- აღნიშნა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, საჭიროა ხელისუფლებამ ჩაატაროს წმენდა, რომელიც შეეხება როგორც სასამართლო, ისე საკანონმდებლო ორგანოს.

ირაკლი კობახიძე არის პირდაპირ ამ კლანის მფარველი. მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს საზოგადოებაში რეპუტაცია აქვს ნულოვანი. ანუ ის რომ გადაეფსკვნება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს, მას დასაკარგი არაფერი აქვს რეპუტაციული თვალსაზრისით, რადგან დანიშნული პარლამენტის თავმჯდომარეა და ხვალ არავის ემახსოვრება. ამ მხრივ, დასაკარგი აქვს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც როგორც ჩანს, ბოლომდე მიყვება მურუსიძე-ჩინჩალაძეს ისტორიულ შავბნელეთში. რომის პაპმა უნდა იქადაგოს მურუსიძე-ჩინჩალაძეზე, რომ გავიგოთ ეს ხალხი პრობლემაა? -განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა