გედევან ფოფხაძე - მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტის იგნორირებით მთელ ერთან შევდივართ წინააღმდეგობაში, ნუ ვიფიქრებთ იმაზე, თუ ვინ გვისაყვედურებს

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით კანონპროექტის იგნორირებით მთელ ერთან შევდივართ წინააღმდეგობაში, ნუ ვიფიქრებთ იმაზე, თუ ვინ გვისაყვედურებს, - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტში განაცხადა.

მან კოლეგებს მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ის ეთანხმება კანონპროექტის მიზანს. მან ასევე თქვა, რომ არის შემთხვევები, როცა კანონი კონსტიტუციური იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ სცნო არაკონსტიტუციურად. ეგებ ახლაც ეშლება?! მოდით, გამოვიდეთ იმ მიზნიდან, რომელიც კანონს აქვს, ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ და მოვიქცეთ სწორად. 2012 წლის 1 ოქტომბერს ავიღეთ პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე. ეს პასუხისმგებლობა იყო მორალური პასუხისმგებლობა. ხალხმა ჩვენ არჩევნები მოგვაგებინა, რადგან დავპირდით სამართლიანობას. დღეს ხალხს ამის დეფიციტი აქვს და სერიოზული პროტესტი, რომ ეს არ არის შესრულებული. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხალხს დავპირდით, რომ თუ რაიმე შეგვეშალა, გამოვასწორებთ. მაპატიეთ, მაგრამ ამ კანონპროექტის იგნორირებით, ან საწინააღმდეგოდ ხმის მიცემით, თუნდაც არ მხარდაჭერით, მთელ საზოგადოებასთან და ერთან შევდივართ წინააღმდეგობაში. მოდით, აქედან გამოვიდეთ, როცა ამ კანონზე ხმის მიცემაზე ვიფიქრებთ. ნუ ვიფიქრებთ ჩვენს კომფორტზე და იმაზე, ვიღაცა გვისაყვედურებს თუ არა და იმ განცხადებაზე, რაც პოლიტსაბჭომ გააკეთა. ნუ დავკარგავთ ადამიანებს, ვისითაც გვაქვს მანდატები. ნუ მოვატყუებთ ხალხს. ახლა ყველა ელოდება ჩვენს მორალურ არჩევანს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს