დავით უსუფაშვილი - გასაგებია, რისთვის იბრძოლებს ხაზარაძე, საკითხავია, რისთვის იბრძვის ივანიშვილი? ალბათ, ნიცშე, ფროიდი და ვებერიც კი, ერთობლივი ძალებით თუ გვიპასუხებდნენ ამ კითხვაზე

დუელის პროცესში ყველაფერი სასწორზე იდება და გასაგებია, რისთვის იბრძოლებს ხაზარაძე. საკითხავი ისაა, რისთვის იბრძვის ივანიშვილი? - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ფეისბუქის გვერდზე მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკიდან“ წასვლასთან დაკავშირებით წერს.

უსუფაშვილის შეფასებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით მამუკა ხაზარაძემ მიიღო ბიძინა ივანიშვილის გამოწვევა და მას სრულმასშტაბიან ბიზნეს-პოლიტიკურ დუელში გაყვა.

„ასეთ ბრძოლაში მას „თიბისი ბანკის“ აქციონერების ინტერესები ტვირთად აწვებოდა. დღეს მან ამ ტვირთზე თქვა უარი და მეტი არაფერზე - არც ქონებაზე, არც ბიზნეს პერსპექტივაზე, არც პირად ღირსებაზე და, საბოლოო ჯამში, არც 27 წლის პირმშოზე. დუელის პროცესში კი, ეს ყველაფერი სასწორზე იდება და გასაგებია, რისთვის იბრძოლებს ხაზარაძე. საკითხავი ისაა, რისთვის იბრძვის ივანიშვილი? ალბათ, ნიცშე, ფროიდი და ვებერიც კი მხოლოდ ერთობლივი ძალებით თუ გვიპასუხებდნენ ამ კითხვაზე“, - წერს დავით უსუფაშვილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს