უკრაინის ელჩის განცხადებით, ყირიმის ანექსიიდან ხუთი წლის თავზე, რუსეთის მხრიდან არც ერთი სახის მოლაპარაკებაში პროგრესი არ შეინიშნება

საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის განცხადებით, ყირიმის ანექსიიდან ხუთი წლის თავზე, რუსეთის მხრიდან არც ერთი სახის მოლაპარაკებაში პროგრესი არ შეინიშნება. ამის შესახებ მან "რონდელის ფონდში", რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ყველა სირთულისა, ეკონომიკური კუთხით უკრაინაში სიტუაცია უმჯობესდება, რაც საქართველოსთან ორმხრივ ბრუნვაზეც აისახა.

„სამწუხაროდ, რას ვხედავთ ჩვენ ახლა საქართველოში - გრძელდება ოკუპაცია, მიმდინარეობს ე.წ. ბორდერიზაცია ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რაც შეეხება უკრაინას, გასული წლის ნოემბერში რუსეთმა უკრაინის საზღვაო ძალების წინააღმდეგ აგრესია განახორციელა და 24 მეზღვაური დღემდე რუსეთშია დაპატიმრებული. არ გვაქვს პროგრესი არც ერთი სახის მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან. რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ზეწოლას რუსეთზე, ერთ-ერთი ბოლო ამბავი უკავშირდება იმას, რომ გუშინ, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახემ იმსჯელა. ხუთი წლის მანძილზე ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მოხვდა. რაც შეეხება უკრაინის ქმედებებს, ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობის გაწევას, ვიბრძვით. თითქმის ყოველდღე ჩვენ გვყავს დაჭრილი ან გარდაცვლილი ჯარისკაცები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში“, - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ეკონომიკური კუთხით უკრაინაში სიტუაცია უმჯობესდება.

„ამის ეფექტს ჩვენ საქართველოშიც ვხედავთ, ვინაიდან ორმხრივი ბრუნვა თითქმის დაუბრუნდა ომის წინანდელ ნიშნულს და თითქმის 700 მილიონ დოლარს აღწევს", - განაცხადა დოლგოვმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს