ბელარუსი ნატო-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების საჭიროებას ხედავს

ბელარუსი ადასტურებს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კურსს, თუმცა, ამავდროულად ნატო-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების საჭიროებასაც ხედავს. ამის შესახებ ნათქვამია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„2019-2023 წლების საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დაზუსტებული კონცეფციის ფარგლებში დადასტურებულია რუსეთთან პარტნიორობის სტრატეგიული კურსი. ჩვენ ასევე მიზნად ვისახავთ კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და დსთ-ს წევრ ქვეყნებთან მაღალი დონის ურთიერთობების შენარჩუნებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბელარუსის თავდაცვის უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ „საჭიროა ნატო-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების ეტაპობრივი გაუმჯობესება და სანდო და თანაბარუფლებიანი დიალოგის განვითარება“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო