ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი პირები ვეტერანთა მსოფლიო კონგრესს დაესწრნენ

ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციის (WVF) ორგანიზებით, 16-18 თებერვალს, ვეტერანთა მსოფლიო კონგრესი ჩატარდა, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტის, დან ვიგო-ბერგტუნის მიწვევით, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე და მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე ესწრებოდნენ. კონგრესი მიეძღვნა მსოფლიოს გლობალურ უსაფრთხოებაში ვეტერანების როლს და იმ გამოწვევებს, რომლებიც, მსოფლიო მასშტაბით, ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის წინაშე დგას. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში მსოფლიოს 120 ქვეყნის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა.

„ფორუმის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ შეხვედრები გამართეს ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტთან, დან ვიგო-ბერგტუნთან, ისრაელის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციის ქალთა ფორუმის თავმჯდომარესთან, მირაბელ ოპერჰეიმერთან, არგენტინის ხუან დომინგო პერონის ეროვნული ინსტიტუტის პოლიტიკის კომისიის წევრთან, არგენტინის ჯანმრთელობის სამინისტროს ვეტერანთა ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორთან, მარსელო გუსტავო სანჩესთან, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბელგიის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სამსახურების წინაშე არსებული გამოწვევები და მომავალი, ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა