„ნოვას“ გენერალური დირექტორი - სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება კარგია, თუმცა მას უარყოფითი მხარეც აქვს

სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება ძალიან კარგია, თუმცა მას უარყოფითი მხარეც აქვს - მოუწესრიგებელი ლაბორატორიები, ინფრასტრუქტურა, იმისთვის რომ ხარისხის შემოწმება შეფერხების გარეშე მოხდეს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამშენებლო პროდუქციის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია „ნოვას“ გენერალურმა დირექტორმა ედიშერ ხიმშიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ის მიესალმება სამშენებლო პროდუქციის ხარისხის კონტროლს, თუმცა საბაჟოზე, პროდუქციის შემოწმების მიზნით, დიდხანს შეყოვნება კომპანიისთვის ფინანსურ ზარალთან არის დაკავშირებული.

მან რეგლამენტის დადებით ასპექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება მაღალ დანახარჯებს უკავშირდება.

„ნოვა“ საქართველოში აწარმოებს სამშენებლო პროდუქციას, რომელსაც კონკურენციას უწევს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი უხარისხო და შედარებით იაფი მასალები, რაც არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის“, - განაცხადა ხიმშიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მიმდინარე წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა, ისეთი ტიპის სამშენებლო პროდუქტებს ეხება, როგორიცაა: ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები, პლასტმასის მილები.

რეგლამენტის მიხედვით, სამშენებლო პროდუქტების მწარმოებელებს, მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენელებს, იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ, ამის მონიტორინგს კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო