სალომე სამადაშვილი -  სასამართლო სისტემაში წერტილოვანი ჩარევები არ მომწონს, მაგრამ დღეს, როცა ხანძარია, საჭიროა  მსგავსი ჩარევა

მე არ მომწონს მსგავსი წერტილოვანი ჩარევები სასამართლო სისტემაში, მაგრამ დღეს, როცა ქვეყანაში არის ხანძარი, გასაგებია რომ შესაძლოა, ამ ხანძრის ჩასაქრობად საჭირო იყოს მსგავსი ჩარევა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“ჩემს გაოცებას იწვევს არგუმენტები, რომ ამ კანონპროექტის მხარდაჭერით ჩვენ მოვდივართ წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. როგორც ჩანს, კოლეგებს დაავიწყდათ, რომ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება იქ არც კონსტიტუცია და არც არანაირი მოქალაქის უფლებები არსებობს. სამწუხაროა, რომ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ინსტიტუტის შექმნა დღეს, როდესაც შიდა დაპირისპირება დაიწყო მმართველ გუნდში მაშინ გახდა აქტუალური და არა მაშინ როცა 2012 წელს მოხვედით ხელისუფლებაში სწორედ ამ დაკვეთით საზოგადოებისგან. დიახ, მე არ ვაპირებ დღეს ამ ტრიბუნიდან დავიცვა სასამართლო, რომელიც ამ ქვეყანაში 2012 წლამდე არსებობდა და რას აკეთებთ 6 წლის მანძილზე? მომწონს თუ არა ეს ინიციატივა? მე არ მომწონს მსგავსი წერტილოვანი ჩარევები სასამართლო სისტემაში, მაგრამ დღეს როცა ქვეყანაში არის ხანძარი გასაგებია რომ შესაძლოა, ამ ხანძრის ჩასაქრობად საჭირო იყოს მსგავსი ჩარევა, თუნდაც არ მომწონდეს ის ფორმა, რომლითაც ეს უნდა განხორციელდეს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს