მარტოხელა მშობლისთვის თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდება

მარტოხელა მშობლისთვის თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციის წესში შესატან ცვლილებაზე ინიციატივა დააყენა.

ინიციატივის თანახმად, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილებს, წესით განსაზღვრულ ჯგუფებთან ერთად, რეგისტრაციის უპირატესი საშუალება მიეცემათ.

თამარ ტალიაშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა, მიზნად ისახავს მარტოხელა მშობლებისთვის სოციალური გარანტიების მიცემას და მუნიციპალიტეტის მხრიდან თანადგომას.

საკრებულოს ინფორმაციით, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ 2017 წლის მონაცემებით მარტოხელა მშობლის სტატუსი 2 320 პირს მიენიჭა.

„მარტოხელა მშობლისთვის დამატებითი სოციალური გარანტიის მიცემა შესაბამისი სტატუსის მქონე პირის ბავშვებისთვის რეგისტრაციის პროცედურების ხელშეწყობასა და გამარტივებაში გამოიხატება, რასაც მუნიციპალურ სამართლებრივ აქტებშიც ავსახავთ. შესაბამისად, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციას უფრო ეფექტიანს გავხდით. სამოქალაქო კოდექსის 2018 წლის საბოლოო რედაქციაც მიმართულია იმისკენ, რომ განისაზღვრა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი. ეს ნიშნავს, რომ მარტოხელა მშობელსა და მათ შვილებს, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლებისგან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

საკრებულოში აცხადებენ, რომ 2015 წლიდან, თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული წესით, აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცედურების სისტემატიზაცია მოხდა, რომელიც მანამდე არაერთგვაროვანი პრაქტიკით ხდებოდა. წესით უპირატესი რეგისტრაციის უფლება მიენიჭა სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, ასევე ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალისა და იმ ოჯახის ბავშვებს, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით.

თბილისის საკრებულოს განცხადებით, განათლებისა და კულტურის კომისიის მიერ წარდგენილი ინიცირების ძალაში შესვლის შემდეგ,ზემოხსენებულ ჯგუფებს, 2019 წლიდან დაემატება უპირატესი რეგისტრაციის უფლებით მოსარგებლე - „მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები’’.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა