ოთარ კახიძე - გთავაზობთ მოდელს, დაინიშნოს სასამართლოში ახალი ნაკადი, მაგრამ მოქმედი მოსამართლეების გადანიშვნა გადავადდეს დროებით

გთავაზობთ მოდელს, დაინიშნოს სასამართლოში ახალი ნაკადი, მაგრამ მოქმედი მოსამართლეების გადანიშვნა გადავადდეს დროებით, ვიდრე რეფორმა არ ჩატარდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

„გთავაზობთ მოდელს, კი ბატონო, დაინიშნოს სასამართლოში ახალი ნაკადი, ამის უფლებას არავინ კრძალავას, მაგრამ მოქმედი მოსამართლეების გადანიშვნა გადავადდეს დროებით, ვიდრე რეფორმა არ ჩატარდება. როცა შედგება პოლიტიკური კონსენსუსი, რომ რეფორმა განხორციელებულია, ამის შემდგომ განახლდეს მოქმედი მოსამართლეების დანიშვნები. ამ ცვლილებით ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ აღნიშნულ კანონპროექტს“, - განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა