თბილისის საკრებულოში საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ანგარიში განიხილეს

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ანგარიში და 2019 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ანგარიში სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ წარადგინა.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, კომისიის სხდომის ფორმატში მათი კომისია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობის შესახებ ანგარიშს სისტემატიურად განიხილავს.

წარმოდგენილი ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას ახალი ბაღების მშენებლობის, ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციის, ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების, უსაფრთხოების ბადეებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟის, ეზოების კეთილმოწყობის, ახალი სერვისებისა და პროექტების შესახებ.

სხდომაზე აღინიშნა, რომ 2019 წელს ახალი ბაღების მშენებლობა კვლავ მასშტაბურად გაგრძელდება, რაც 12 ახალი ბაღის მშენებლობას გულისხმობს, რომელთაგან 8-ის მშენებლობა უკვე დაწყებულია.

სხდომაზე დეპუტატების მხრიდან ყურადღება გამახვილდა საპილოტე პროექტებსა და ინკლუზიური განათლების ხელშემწყობ მიმართულებებზე. დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს განხორციელებული სამუშაოები და სკოლამდელი აღზრდის სისტემის ეფექტიანობისა და სერვისის გაუმჯობესების მიზნით, გამოთქვეს წინადადებები.

ამავე სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა ინიციატივა დააყენა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციის წესში ცვლილების შეტანის შესახებ. ინიციატივის მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე შვილებს, სხვა უპირატეს ჯგუფებთან ერთად, რეგისტრაციის საშუალება პირველ ეტაპზე მიეცემათ.

სხდომას საკრებულოს დეპუტატებთან ერთად ასევე ესწრებოდნენ ,,ადამიანის უფლებების განვითარების ფონდისა’’ და სს SMARTMAN -ის წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა