განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დაადგინა, რომ დანაშაული ჩადენილი იყო დამამძიმებელ გარემოებაში შურისძიების მოტივით. შემთხვევა 2017 წლის 24 ივნისს მოხდა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებული ვ.კ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-ტარებისთვის და ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ვ.კ. წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო ი.ფ.-სთან კონფლიქტურ ურთიერთობაში იმყოფებოდა. 2017 წლის 24 ივნისს, ვ.კ.-მ თბილისში, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ი.ფ.-ს ძმას გ.ფ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ.ფ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ვ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს