ლევან გოგიჩაიშვილი - ერთმანეთს მივცეთ გარანტია, რომ სასამართლო რეალურად იქნება დამოუკიდებელი, ამ ჯგუფს არ ჩაუგდებთ ხელში და დღესვე დავტოვებ პარლამენტს

ერთმანეთს მივცეთ გარანტია, რომ სასამართლო რეალურად იქნება დამოუკიდებელი, ამ ჯგუფს არ ჩაუგდებთ ხელში და დღესვე დავტოვებ პარლამენტს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება იღებს კანონებს, რომელსაც აღარავინ ეთანხმება და არის მარტო.

„თქვენ გინდათ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო შექმნან ადამიანებმა, რომლებიც შეარჩია ადეიშვილმა სპეციალურად. საუკეთესო უნამუსოებიდან ამოარჩია ეს ადამიანები. ეს არ არის ჩემთვის მისაღები. როცა ამომრჩეველს ვარწმუნებდი, რომ ჩემთვის ხმა მოეცა, არ იყო ჩემთვის ფუნდამენტური, რომ ხმა მომეცი და ჩემს მანდატს შევირგებო. ეს ასე არ ყოფილა. მე მწამს ამ ქვეყნის და მისი დემოკრატიის. ასეთი დავიბადე, ამით ვიცოცხლე, ბევრი რამ გადავდე და დღეს რომ მეუბნებით, რომ ის არ არის, რაც მგონია, ჩემთვის რა თქმა უნდა წყალგამყოფია. კანონებს ვიღებთ, სადაც აღარავინ გვეთანხმება, არავინ ჩვენსკენ არ არის ამ იდეასა და მოცემულობაში. მარტონი დავრჩით. ამ იდეას მხარს უჭერს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ჩვენი რამდენიმე კოლეგა. ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება არის მისაღები. რაც არ უნდა მოხდეს, მინდა ყველას დავუდასტურო ჩემი პატივისცემა, ეს არ არის პირადული, ვსაუბრობთ სახელმწიფოებრივ საქმეზე. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომლის ირგვლივაც არის საერთო სახალხო კონსენსუსი. არ მუშაობს ის ფრაზა, რომ ცუდები იყვნენ და კარგები გახდნენ. არ მგონია, რომ გუშინდელი განცხადება იყო სწორი. ეს იყო მეორეჯერ არასწორი განცხადება, რომელმაც კიდევ უფრო მეტად შეიყვანა ჩიხში პროცესი. დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც არა სახელმძღვანელო პრინციპებით, არამედ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმ პასუხისმგებლობით, რომელსაც გრძნობს თითოეული ჩვენთაგანი საკუთარი თავის, სინდისის და იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც არიან მთავარი გარანტორები. ერთმანეთს მივცეთ გარანტია, რომ სასამართლო რეალურად იქნება დამოუკიდებელი, ამ ჯგუფს არ ჩაუგდებთ ხელში და დღესვე დავტოვებ პარლამენტს, ოღონდ ეს გარანტია არსებობდეს, მაგრამ ეს გარანტია არ არსებობს“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს