ირაკლი კობახიძე - კონსენსუსი, რომელიც ჩამოყალიბებულია უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ყველაფერზე მეტყველებს

კონსენსუსი ამ დარბაზში, რომელიც ჩამოყალიბებულია უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძემ კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია.

„როცა არის ტექსტობრივი უზუსტობა კონსტიტუციასა და კანონს შორის, ამაზე რა თქმა უნდა, პირველ რიგში პასუხისმგებლობას იღებს პარლამენტი და ასევე იურიდიული კომიტეტი. აქ საუბარია მარტივ რაღაცაზე, კანონის ტექსტი პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ტექსტს.

ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია რაღაცაზე საქართველოს პარლამენტში, 98 წლის თავზე პირველი კონსტიტუციიდან, უნდა გვქონდეს პრეტენზია პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ერუდიციაზე, კონსტიტუციის ტექსტის კითხვაზე.

პოლიტიკური გადახვევა მინდა გავაკეთო. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არის პოლიტიკური მოცემულობა, ეს კონსენსუსი ამ დარბაზში, რომელიც არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა