ილია მეორემ საპატრიარქოში ლატვიის ელჩი მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ინგრიდა ლევრენცე მიიღო.

როგორც საპატრიარქოს ვებ–გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნული, მიღებას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

„შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მადლიერება გამოხატა ლატვიის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ ინგრიდა ლევრენცემ მიღებისთვის მადლობა გადაიხადა და განაცხადა, რომ ლატვიის რესპუბლიკა საერთაშორისო ასპარეზზე მომავალშიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს