ბიძინა გეგიძე - საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმს, სამართლიანია

„საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმს, სამართლიანია“, - ამის შესახებ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

გეგიძე მიიჩნევს, რომ პროცესი არაჯანსაღია და საჭიროა ისეთი რეალობის შექმნა, რაც უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სასამართლოს მიმართ ნდობის აღდგენას.

„უკვე 2 თვე გავიდა, რაც აქტიური კამათი მიდის სასამართლო სისტემაში პროცესის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით, თუმცა, ამ 2 თვის მანძილზე პრობლემა იმავე წერტილშია, საიდანაც დაიწყო. ჩვენ ისევ ბევრი კითხვა გვაქვს, საზოგადოებაში არის ნდობის დეფიციტი მართლმსაჯულების მიმართ. გაუაზრებელი რიტორიკა კი ამ კითხვებსა და უნდობლობას ვერ აქარწყლებს.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის გამოცხადებას, არის პრაგმატული, სამართლიანი და კონსტიტუციურიც, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, ჩვენი ამომრჩეველი განიცდის ნდობის დეფიციტს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. ყველამ გავიაზროთ სად ვართ მისული, რას ელოდება ჩვენგან ამომრჩეველი.

შეფუთვის მცდელობა და კონსტიტუციით აპელირება, თითქოს ინიციატივამ ე.წ. კონსტიტუციური ტესტი ვერ გაიარა, ვერანაირად ვერ იქნება თვითკმარი, რადგან ეს პროცესი არის პოლიტიკური და არა მხოლოდ სამართლებრივი. პოლიტიკურია იმიტომ, რომ სასამართლოს მიმართ ნდობის აღდგენა, ჯერ-ჯერობით, ვერ მოვახერხეთ. მე მხარს ვუჭერ კანონპროექტს, რომელიც უნდა იქცეს კანონად, საიდანაც უნდა დაიწყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და ნდობის გაჩენა,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო