"ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭო" "თიბისი ბანკის" საქმეზე 8-კაციანი კომისიის შექმნას ითხოვს

"ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭო" "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ტექსტშია აღნიშნული, კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, ყველა ქმედება და პროცესი ზედმიწევნით კორექტული და გამჭვირვალე უნდა იყოს. ამასთან, "ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭო" პროკურატურასთან შეთანხმებით, გამოთქვამს მზადყოფნას, როგორც წამყვანი ევროპული ბიზნეს-საბჭო ჩაერთოს პროცესში და აღნიშნულ საკითხზე შეიქმნას ბიზნესის წარმომადგენლების მონიტორინგის 8-კაციანი კომისია.

"ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ჩვენი ქვეყანა რთულად, მაგრამ მაინც ვითარდება. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში არსებული ქართული ბიზნეს კომპანიების მცირე ნაწილის ძალისხმევამ მკაფიოდ დაგვანახა, რომ ახლო მომავალში საქართველო შესაძლებელია გახდეს თანამედროვე ევროპული სტანდარტების ქვეყანა. ყოველივე ამას სჭირდება მთავრობის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა და რეფორმები. ეს ძალიან რთული პროცესია მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად, ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად იქცეს.

ერთ-ერთი ასეთი წარმატებული კომპანია გახლავთ „თიბისი ბანკი“. განვითარებად ქვეყნებში ბანკების მიერ პოპულარობის მოპოვება ყოველთვის რთულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, „თიბისი“-მ, როგორც საბანკო ინსტიტუტმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების განთავსებაც დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას გააჩნია ძლიერი საფინანსო ინსტიტუტი.

„თიბისი“ ბანკის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით ამჟამად შექმნილ რთულ ვითარებაზე ვთვლით, რომ საკითხი უნდა იყოს გამჭირვალედ შესწავლილ-გამოძიებული. პროკურატურის მიერ უნდა მოხდეს აღნიშნულ საქმეში კვალიფიციური კადრების ჩართვა, რათა არ იყოს დაშვებული რამე კაზუსი, რაც საქმეს მნიშვნელოვნად დააზარალებს. ეს ეხება არა მარტო ბანკის ხელმძღვანელობას, არამედ „თიბისი“-ს, როგორც ერთ-ერთ წამყვან საფინანსო დაწესებულებას, რომლის იმიჯის შელახვა მნიშვნელოვნად იმოქმედებს საზოგადოების განწყობაზე, ასევე ქვეყნის იმიჯზე და ბიზნეს გარემოზე.

მიგვაჩნია, რომ კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, ყველა ქმედება და პროცესი უნდა იყოს ზედმიწევნით კორექტული და გამჭვირვალე. ასევე, საქმის გამოძიების დროში გაჭიანურება დააზიანებს არა მარტო ხელისუფლების და ბანკის, არამედ ქვეყნის საერთო ინტერესებს.

როგორც „თიბისი“ ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, პროცესში ასევე ჩართულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურიდიული კომპანია „დენტონსი“.

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭო იმოქმედებს წევრი კომპანიის სამართლიანი ინტერესებიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურასთან შეთანხმებით, გამოთქვამს მზადყოფნას, როგორც წამყვანი ევროპული ბიზნეს-საბჭო ჩაერთოს პროცესში და აღნიშნულ საკითხზე შეიქმნას ბიზნესის წარმომადგენლების მონიტორინგის 8-კაციანი კომისია (ინევესტორთა საბჭოს წევრი ასოციაციები, ბიზნესომბუდსმენი, ეროვნული ბანკის და პროკურატურის წარმომადგენელები).

ვიმედოვნებთ, რომ საკითხი დროულად იქნება გამოძიებული და მთელი ეს პროცესი ჩვენი საზოგადოებისა და ბიზნესწრეებისთვის იქნება გამჭვირვალე",- ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო