ლევან მურუსიძე - თუ მურუსიძე არის ცუდი პიროვნება და რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, მას ეს უნდა დაუმტკიცოთ

თუ მურუსიძე არის ცუდი პიროვნება და თუ მას რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, მას ეს უნდა დაუმტკიცოთ, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ის ასევე გამოეხმაურა ეკა ბესელის განცხადებას იმის თაობაზე, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა. მურუსიძის თქმით, საბჭომ იხელმძღვანელა იმ კანონის მიხედვით, რაც პარლამენტს აქვს მიღებული.

„ვლაპარაკობთ, რომ მურუსიძე აპრიორი დამნაშავეა და მე მიწევს თავის მართლება, რომ არ ვარ დამნაშავე. ზოგადად, ცივილიზებულ საზოგადოებას ასე აქვს მიღებული, რომ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება მანამდე, სანამ არ დადასტურდება მის წინააღმდეგ, რომ ის დამნაშავეა.

სასამართლო კორპუსი ძალიან დიდ პატივს სცემს ინსტიტუტებს, მათ შორის პარლამენტს. საუბარია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პატივი არ სცა პარლამენტს, როდესაც 8 მოსამართლე უვადოდ გადანიშნა. მე მინდა საზოგადოებას ავუხსნა, პატივს რომ სცემს იუსტიციის საბჭო პარლამენტს, იმიტომ მოქმედებს იმ კანონის შესაბამისად, რომელიც მიიღო პარლამენტმა. პარლამენტმა თქვა, რომ მოსამართლე, რომელიც გამწესებულია 3- წლიანი გამოსაცდელი ვადით, ამ ვადის დასრულების შემდეგ საბჭომ უნდა იმსჯელოს ამ მოსამართლის უვადოდ დანიშვნის თაობაზე. საბჭომ იმსჯელა სამწლიანი ვადის გასვლის ბოლო დღეს და იმ კანონით, რომელიც მიღებული ჰქონდა პარლამენტს, მიიღო გადაწყვეტილება. ამიტომ, მე მინდა ვთქვა, რომ აქ არავითარი უპატივცემულობა საბჭოს პარლამენტის მიმართ არ გამოუხატავს,"- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს