ვახუშტი მენაბდე - მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერების შესახებ პროექტი კონსტიტუციურობაზე სამართლიან კითხვებს აჩენს

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის ვახუშტი მენაბდის შეფასებით, მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერების თაობაზე პარლამენტში წარდგენილი პროექტი კონსტიტუციურობაზე სამართლიან კითხვებს აჩენს.

როგორც მენაბდემ „ინტერპრესნიუსს განუცხადა, საჭიროა გაანალიზდეს პროექტის ხარვეზები და მისი ინიცირება ხელახლა მოხდეს.

"მესმის რა სურვილი უდევს საფუძვლად უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა დანიშვნების შეჩერებასთან დაკავშირებით. მათ სურთ შეაკავონ კლანის ძალაუფლება საბჭოში და ეს სურვილი დასაფასებელია, მაგრამ ამ პროექტს აქვს ტექნიკური ხარვეზები, ვვარაუდობ სიჩქარით გამოწვეული, რომელიც მის კონსტიტუციურობაზე სამართლიან კითხვებს აჩენს. ამიტომ მგონია, რომ უნდა გაანალიზდეს ეს ხარვეზები და პროექტის ინიცირება ხელახლა მოხდეს, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არგუმენტებს ლეგიტიმურობა გამოეცალოს. მაგალითად, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები 6 წლით კი არ უნდა შეჩერდეს, არამედ რამდენიმე თვით - მანამ, სანამ ის პრობლემები არ გამოსწრდება რომელიც კანონმდებლობაშია", - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო