სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 22 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მეტრო „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის და კარალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ელიავას, ვახუშტი ბაგრატიონის, აგლაძის, ხოშარაულის და ქუთაისის ქუჩების მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო 16:00 საათიდან 21:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), კოსმონავტების სანაპიროს და გუდაუთის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 16:00 საათიდან 21:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნავთლუღის II დასახლების, რაზიკაშვილის, გუმათჰესის, ცისკარიშვილის, გუმათის, ენგურჰესის, მოსტკოვის, ჯავახეთის, ნუგზარ საჯაიას, ორბელების და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზღვისუბნის დასახლების Xა კვარტლის, თემქის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, გურამიშვილის, ხევძმარის, თემქის და შეშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III კვარტლების და გია რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, მხარგრძელის, შანდორ პეტეფის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, 17 შინდისელი გმირის და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, გუდარეხის, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, ბეთანიის, გოლოვნის, საინგილოს, ბზიფის, თეძამის, განთიადის, დომინიკა ერისთავის და მარტყოფის ქუჩების მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლაბაურის და ბოჭორმის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, თოფურიძის, მაჭავარიანის, დემეტრე თავდადებულის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო