ლევან მურუსიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ჩემს წარდგენას კატეგორიულად გამოვრიცხავ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ჩემს წარდგენას კატეგორიულად გამოვრიცხავ, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით მსჯელობენ.

„მე აქ მოსული ვარ, როგორც სასამართლოს წარმომადგენელი იმისთვის, რომ ჩემი პოზიციები და ხედვები გავაცნო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: კეთილსინდისიერება და კომპეტენცია. ეს ორი კრიტერიუმი როგორ ჩაიშლება, რას გულისხმობს კომპეტენცია და რას გულისხმობს კეთილსინდისიერება, რა დამატებითი კომპონენტები შეიძლება იქნეს შეტანილი ამ ორ ძირითად კრიტერიუმში, ამაზე იქნება მსჯელობა დღეს. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოში კანდიდატად ჩემს რაიმე ფორმით წარდგენას, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ,"- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა