დიმიტრი გვრიტიშვილი - ის კრიტერიუმები, რაც დღეს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონშია მოცემული, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება

ის კრიტერიუმები, რაც დღეს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონშია მოცემული, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალოსტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონი ყველა ძირითად კრიტერიუმს აკმაყოფილებს და ამას მათი ოპონენტებიც ადასტურებენ. "ორი ძირითადი კრიტერიუმია კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა, რომელსაც თავისი მახასიათებლები აქვს იმისთვის, რომ განისაზღვროს, რამდენად პრინციპული, სამართლიანი, დამოუკიდებელია პიროვნება. რამდენად აქვს მას პროფესიული სინდისი განვითარებული, რამდენად აქვს უნარები კომუნიკაციის, ყველა ეს მახასიათებელი კანონში სრულყოფილად არის ჩამოთვლილი და ამ კრიტერიუმების სრულყოფილების შესახებ თავად ჩვენი ოპონენტებიც, მაგალითად ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილიც ადასტურებს, რომ საკმაოდ კარგად და დეტალურად არის ეს კრიტერიუმები გაშლილი კანონში.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს კანდიდატებს, ეს მსჯელობის საგანია. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. დღევანდელი შეკრებაც ამ მიზანს ემსახურება, რომ შეირჩეს კრიტერიუმები და დაიხვეწოს პროცედურა", - აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა