ლევან გოგიჩაიშვილი - ცინიკურია, როდესაც ასეთი სერიოზული საკითხის განხილვა მიმდინარეობს და პარლამენტის თავმჯდომარე ხვდება მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და გვრიტიშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პლენარულ სხდომაზე არ დასწრებას აპროტესტებენ.

როგორც სხდომის განახლების შემდეგ უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სხდომის პარალელურად შეხვედრას მართავს მოსამართლეებთან, რაც მისი თქმით, შეურაცხმყოფელია.

„ძალიან ნიშანდობლივია და ძალიან ცინიკურია, როდესაც ასეთი სერიოზული საკითხის განხილვა მიმდინარეობს და პარლამენტის თავმჯდომარე ხვდება მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და გვრიტიშვილს. ეს არის ნიშანდობლივი და ყველაფერზე ხაზის გადასმა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კიდევ ერთმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მინიმუმ პარლამენტის თავმჯდომარე უნდა იყოს დარბაზში და ესწრებოდეს განხილვას.

„ჩვენ ვხედავთ რამდენად წინააღმდეგობრივია თემა. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, დაველოდოთ პარლამენტის თავმჯდომარეს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

უმრავლესობის პოზიცია ფრაქციის სახელით გაიზიარა ირმა ნადირაშვილმაც.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა, რომელიც სხდომას უძღვება, არ გაიზარა დეპუტატების მოთხოვნა შესვენების გამოცხადების თაობაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა