რეინჯერების დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი 40 000 ევროთი დააფინანსებს

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას „კავკასიის ბუნების ფონდი“ დააფინანსებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და „კავკასიის ბუნების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯიაკომინიმ მოაწერეს.

ხელშეკრულების მთავარი მიზანი რეინჯერებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა, რაც მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ხელშეკრულების თანახმად, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების 574 თანამშრომლისა და რეინჯერის 2019 წლის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი 40 000 ევროთი დააფინანსებს. ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების მუშაობა მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. რეინჯერებს ხშირად უწევთ ბრაკონიერებთან ბრძოლა. ისინი 24 საათის განმავლობაში იცავენ ბუნებრივ მემკვიდრეობას. კავკასიის ბუნების ფონდი სააგენტოს დაზღვევის ხარჯების ნაწილს 2013 წლიდან ფარავს“, – აცხადებენ სააგანტოში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს