ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეს - პარლამენტი იღებს ამ კანონებს და ეს კანონები არ უნდა იწერებოდეს სხვაგან, ამიტომ ჯერ აქ ისაუბრეთ და შემდეგ განიხილეთ სხვასთან, როდესაც შეთანხმდებით

ძალიან დიდი უპატივცემულობა იქნება პარლამენტის მიმართ, თუ პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ მნიშვნელოვან საკითხს არ გაუძღვება თავად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, წაუძღვეს სხდომას, რომელზეც მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ. „ძალიან დიდი უპატივცემულობა იქნება პარლამენტის მიმართ, თუ პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ მნიშვნელოვან საკითხს არ უძღვება თავად. პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა წაუძღვეს სხდომას. სხდომის პარალელურად არ ინიშნება შეხვედრები და შეხვედრები არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის საკითხი, რასაც ვიხილავთ.

არ ვიცი მომესმა თუ მართლა ასე თქვით, კრიტერიუმებსა და პროცედურებს, რომელიც კანონში უნდა შევიდეს, სად იხილავთ? აქ უნდა იხილავდეთ საკუთარ კოლეგებთან. პარლამენტი იღებს ამ კანონებს და ეს კანონები არ უნდა იწერებოდეს სხვაგან, ამიტომ ჯერ აქ ისაუბრეთ ამ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე და შემდეგ განიხილეთ ის სხვასთან, როდესაც შეთანხმდებით“, - მიმართა ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძეს.

მიუხედავად დეპუტატების მოწოდებისა, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზი დატოვა და კვლავ მოსამართლეებთან სამუშაო შეხვედრაზე შევიდა.

„ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც სამუშაო ჯგუფში განიხილება ჯერ რაღაც საკითხი და მერე პარლამენტში. ასეთ აბსურდებზე, ბუნებრივია, კომენტარი ვერ გაკეთდება. ვთხოვ ბატონ ზვიადს, გააგრძელოს სხდომა. თუ არის რეგლამენტით გათვალისწინებული, ჩაატარეთ კენჭისყრა. სამწუხაროდ, მე სხდომის დატოვება მიწევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს