ეკა ბესელია - პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგები დაადანაშაულა პოლიტიკურ ძალასთან ალიანსში, რომელსაც რეალურად თავად იცავს

ყველას ჩემს პატივისცემას გიდასტურებთ, იმათ გარდა, ვისაც მე არ ვთვლი, არასოდეს ვთვლიდი და არასოდეს ჩავთვლი, რომ არის იმ იდეალების ერთგული, რომლითაც არა მხოლოდ 2011 წელს შევიკრიბეთ, არამედ 2011 წლამდე ვიყავით ერთად, - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ საკუთარ თანაგუნდელებს პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა. ბესელიამ მის თანამოაზრეებს ბოდიში მოუხადა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვების გამო.

„პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო წინადადება იმ კოლეგების მიმართ იყო შეურაცხყოფა, რომლებსაც განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა და განსაკუთრებით მოვეფერო მათ. პარლამენტის თავმჯდომარემ ისინი დაადანაშაულა პოლიტიკურ ძალასთან ალიანსში, რომელსაც რეალურად თავად იცავს მთელი ამ ხნის განმავლობაში. ვინც თქვენ იბრძოდით და დღესაც იბრძვით იმ იდეალებისთვის, რითაც 1-ელი ოქტომბერი მოვიდა ამ ქვეყანაში, მადლობა მინდა გითხრათ და ბოდიში მოგიხადოთ ირაკლი კობახიძის ნაცვლად იმ სიტყვების გამო, რითიც მან დაასრულა ამ ტრიბუნასთან გამოსვლა. დღეს თურმე ამ გადაწყვეტილებისთვის ხმის მიცემა იმის ტოლფასია, ვიქნებით თუ არ ვიქნებით ერთად. ამ დარბაზში ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანია უმრავლესობაში და ყველას ჩემს პატივისცემას გიდასტურებთ იმათ გარდა, ვისაც მე არ ვთვლი, არასოდეს ვთვლიდი და არასოდეს ჩავთვლი, რომ ის არის იმ იდეალების ერთგული და იმ ღირებულებების დამცველი, რომლითაც არა მხოლოდ 2011 წელს შევიკრიბეთ, არამედ 2011 წლამდე ვიყავით ერთად“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კონსენსუსი ამ დარბაზში, რომელიც ჩამოყალიბებულია უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს