ფადი ასლი - 90-იანებს ვუბრუნდებით

90-იანებს ვუბრუნდებით. მახსოვს, როგორი იყო მაშინ ბიზნესი საქართველოში, - ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლიმ „პალიტრანიუსს“ განუცხადა, რითაც „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.

ფადი ასლის შეფასებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ივანიშვილის პერსონალური დღის წესრიგის გატარებას დანებდა, რაც „კიბოდ დარჩება კობა გვენეტაძეს“.

„მას სურს რამენაირად აკონტროლოს „თიბისი“ ბანკი. მას ასევე სურს რამენაირად ანაკლიის პორტის კონტროლი. ის ცდილობს თავისი დღის წესრიგის შესრულებას. ეს ძალიან სახიფათო თამაშია ქვეყნისთვის. 90-იანებს ვუბრუნდებით. მახსოვს, როგორი იყო მაშინ ბიზნესი საქართველოში. ძალიან ცუდი მესიჯი იგზავნება. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ვიბრძოლებთ, რათა შევაჩეროთ ეს დანაშაულებრივი გეგმები და საქართველო სწორ გზაზე შევინარჩუნოთ, რადგან სწრაფი ტემპებით მივდივართ უკან. გაბრაზებულნი ვართ ეროვნულ ბანკზე. სირცხვილია, რომ ეროვნული ბანკის მმართველი დანებდა ზეწოლას და ივანიშვილის პერსონალური დღის წესრიგი გაატარა. კობა გვენეტაძეს სახეზე კიბოდ დარჩება ეს. მისი სირცხვილი იქნება ეს“, - განაცხადა ფადი ასლიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა