გიორგი კახიანი – არასერიოზულია საუბარი, რომ ახლა, როცა პროცესი დასრულებულია, სხდომას ესწრებოდეს პარლამენტის თავმჯდომარე

ცოტა არასერიოზულია საუბარი, რომ მაინცდამაინც ახლა, როდესაც ფაქტობრივად დასრულებულია ეს პროცესი, სხდომას ესწრებოდეს პარლამენტის თავმჯდომარე, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა მმართველი გუნდიდან იმ კოლეგებს, რომლებიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარის დასწრებას ითხოვდნენ.

როგორც კახიანმა განმარტა, კობახიძე მნიშვნელოვან შეხვედრას ესწრებოდა, რომელიც სხდომის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

„მინდა გთხოვოთ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ, რადგან არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ჩვენ, ფაქტობრივად, ამ პროცესის ბოლო ეტაპზე ვართ. დარჩა მხოლოდ უმცირესობის და უმრავლესობის გამოსვლა, ამის შემდეგ იქნება დასკვინითი სიტყვა და კენჭისყრა. მთელ ამ პროცესში მონაწილეობდა პარლამენტის თავმჯდომარე, მას დაახლოებით 15-წუთიანი გამოსვლა ჰქონდა და თავისი მოსაზრებები და პოზიციები დააფიქსირა. ახლა არის ობიექტური გარემოება, რამდენადაც ვიცი ამერიკის, გერმანიის, ევროკავშის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან იმ შეხვედრას, სადაც ახლა პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფება. ბოდიში, მაგრამ ახლა ცოტა არასერიოზულია საუბარი, რომ მაინცდამაინც ახლა, როდესაც ფაქტობრივად დასრულებულია ეს პროცესი, ესწრებოდეს პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინ როდესაც პარალელურად ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას ესწრება“, - მიმართა კახიანმა კოლეგებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა