მამუკა მდინარაძე ეკა ბესელიას გამოსვლაზე - როგორი ინტერესიც არ უნდა გქონდეს კონკრეტული საკითხების მიმართ,  სახე არ უნდა დაკარგო

რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორი ინტერესიც არ უნდა გქონდეს კონკრეტული საკითხების მიმართ, სახე არ უნდა დაკარგო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დეპუტატ ეკა ბესელიას გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილი ინიციატივა ანტიკონსტიტუციურია.

“დღევანდელი დღის შემდეგ საქმისა და ემოციების გამიჯვნა ცოტა მიჭირს. თუ ვილაპარაკებთ საქმეზე, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილი ინიციატივა ანტიკონსტიტუციურია და არც მიზანშეწონილია. თუ გვაქვს კონკრეტული ლეგიტიმური მიზანი - სასამართლოს დამოუკიდებლობა, მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესება, ამისკენ უნდა ვიაროთ კონსტიტუციისა და კანონის გზით. რაც შეეხება ემოციებს, არ მინდა დეტალებში შესვლა და ყოველთვის თავს ვიკავებ ამისგან, რაც არ უდა ხდებოდეს, როგორი ინტერესიც არ უნდა გქონდეს კონკრეტული საკითხების მიმართ, სახე არ უნდა დაკარგო”, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა