ანრი ოხანაშვილი - თუ ვინმე  ჩვენი გუნდიდან წასვლას გადაწყვეტს, ეს არ შექმნის არანაირ პრობლემას

თუ ვინმე გადაწყვეტს ჩვენი გუნდიდან წავლას, მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება პრობლემატური და არ შექმნის პრობლემას, - ამის შესახებ პარლამენტის იურდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ძალიან ბევრი ვისაუბრე მე ამ კანონპროექტის ხარვეზებზე, მის წინააღმდეგობაზე საქართველოს კონსტიტუციასთან. საქართველოს პარლამენტი არის ადგილი, სადაც საკითხი, ნებისმიერი კანონპროექტი, რომელიც განიხილება, სულ მცირე კონსტიტუციის მინიმალურ სტანდარტს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს, რაც ამ კანონპროექტის შემთხვევაში არ იყო. არ იყო დასახული მიზანი, რომ გაუმჯობესებულიყო სასამართლო სისტემაში მდგომარეობა. ვერ უზრუნველყოფდა კიდევ უფრო უკეთესი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას და მთავარი - წინააღმდეგობაში იყო საქართველოს კონსტიტუციასთან, ასეთი კანონების მიღება კი, დაუშვებელია. თუ ვინმე მიიღებს გადაწყვეტილებას წასვლის შესახებ, ვფიქრობ, ეს არ იქნება პრობლემატური ჩვენი გუნდისთვის და არანაირ პრობლემას არ შექმნის,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს