გიგა ბოკერია - ეს ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება

ეს არის პოლიტიკურად გაკოტრებული ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც არ სურს ასეთ ცალსახა ვითარებაშიც კი გადახედოს იმ კურსს, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 9 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე ჩავარდნას.

ბოკერიას თქმით, დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ ეს ვითარება ქვეყანაში დიდხანს ვერ გაგრძელდება.

„ეს არის პოლიტიკურად გაკოტრებული ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც არ სურს, რომ ასეთ ცალსახა ვითარებაშიც კი, როდესაც საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო სექტორის სრული კონსენსუსია, ამ საკითხშიც კი სერიოზულად მზად იყოს, რომ გადახედოს იმ კურსს, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა ჩიხში და რომელიც ანგრევს ჩვენს ინსტიტუტებს. აქაც კი ასე უტიფრად იქცევა. მაგრამ დღევანდელმა დღემაც გვაჩვენა და კონკრეტულმა ციფრებმაც, რომ ეს ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება და ჩვენი „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, რომ ამას რაც შეიძლება მალე მოვუღოთ ბოლო დემოკრატიულად და მშვიდობიანად,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა