ლევან გოგიჩაიშვილი - საპარლამენტო უმრავლესობას კონიუნქტურა ჭამს

საპარლამენტო უმრავლესობას კონიუნქტურა ჭამს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის პირით „ოცნებამ“ მახინჯი ფორმულა გაახმოვანა. “ეს მოსამართლეები, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში იურიდიულად უფორმებდნენ ყველაფერს, რასაც ის ქვეყნის წინააღმდეგ სჩადიოდა, მათზე ახლა ამბობენ, რომ ადრე ცუდს აკეთებდნენ და დღეს კარგად იქცევიან. მთელი არსებით ვეწინააღმდეგები ამ სიმახინჯეს, მახინჯ ფორმულას, რომელიც პარლამენტის სპიკერის პირით გაახმოვანა “ქართულმა ოცნებამ”. ძალიან მძიმეა დღევანდელი მდგომარეობა. მე თანავუგრძნობ ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას და მადლობას ვუხდი, რომ მათ დაიკავეს სწორი პოზიცია. არ ვაპირებ პიროვნებებზე საუბარს. უბრალოდ გეტყვით, რომ უმრავლესობას კონიუნქტურა ჭამს”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. შესაბამისი განცხადება გოგიჩაიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა