სოფიო ქაცარავა - ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ეუთო-ს დღის წესრიგში მომავალშიც ისე მაღლა უნდა იდგეს, როგორც ახლაა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სოფიო ქაცარავამ დადებითად შეაფასა სლოვაკეთის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები, რომლებიც, მათ შორის, მიმართულია კონფლიქტის პრევენციისკენ, მედიატორის როლის შესრულებასა და კონფლიქტურ რეგიონებში ზიანის შემცირებისკენ, ასევე ფოკუსირებულია ადამიანის საჭიროებებზე.

მათივე ინფორმაციით, სოფიო ქაცარავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე, რომელთა უფლებებიც ყოველდღიურად ირღვევა და ასევე დაახლოებით 400,000 დევნილზე, რომლებიც იძულებით გამოდევნეს საკუთარი სახლებიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში. აღნიშნა,რომ მნიშვნელოვანია ეუთო-ს ძალისხმევა მიმართული იყოს სწორედ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე. ხაზი გაესვა, რომ საქართველს რეგიონების ოკუპაცია რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის გზაზე დაბრკოლებაა.

„ბევრი თქვენთაგანი ადგილზე იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან და საკუთარი თვალით ნახა, თუ რა მძიმე სიტუაციაა უსაფრთხოების კუთხით.ეს არა მხოლოდ საქართველოსთვისაა გამოწვევა, არამედ მთლიანად რეგიონული და ევროპული უსაფრთხოებისთვის„- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას, რომელიც 21-22 თებერვალს ავსტრიის დედაქალაქში იმართება, საქართველოს პარლამენტიდან დელეგაციის ხელმძღვანელი, სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი ესწრებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა