ნაზი ჯანეზაშვილი - შემოთავაზებული პროექტი არ ითვალისწინებს იმას, რომ ღირსეული ადამიანები შევარჩიოთ

"ის პროექტი, რომელიც შემოგვთავაზეს, არ ითვალისწინებს იმას, რომ ღირსეული ადამიანები შევარჩიოთ", - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

"ამ პროექტში კრიტერიუმებად დასახელებულია, რომ ადამიანი უნდა იყოს მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე ან იურისტი, რომელსაც ჩაბარებული აქვს გამოცდა, შესაბამისად, ეს პროცესი არ იწვევს ნდობას.

ვფიქრობ, მაქსიმალურად უნდა დასახელდეს ისეთი კანდიდატურები და ისეთი პროცედურა შემუშავდეს, რომელიც ღირსეულ ადამიანებს შეიყვანს. განსაკუთრებული არაფერი არ არის შემოთავაზებული. არის კონკურსის ეტაპი. მთავარი არის აქ, რომ კრიტერიუმებით არის დავიწროებული პირთა წრე, რომელიც შესაძლოა გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე", - აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ახალი ინიციატივა გააცნო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო