ნექსია თიეი-სა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 თებერვალს, აუდიტორულმა კომპანია ნექსია თიეი-მ და კავკასიის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის ფარგლებში ნექსია თიეი და კავკასიის უნივერსიტეტი გეგმავენ ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით ხელი შეუწყონ სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მათ დასაქმებას.

მხარეების ურთერთშეთანხმების თანახმად, უნივერსიტეტის სტუდენტებს დასაქმების ახალი შესაძლებლობა მიეცემათ. ხელშეკრულებას ხელი კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და აუდიტორული კომპანია ნექსია თიეი-ს მმართველმა პარტნიორმა გელა მღებრიშვილმა მოაწერეს.

გელა მღებრიშვილი, ნექსია თიეი-ს მმართველი პარტნიორი: „ მიუხედავად იმისა, რომ ნექსია თიეი და კავკასიის უნივერსიტეტი დიდი ხანია თანაშრომლობენ და ჩვენ უკვე დიდი ხანია წარმატებით ვასაქმებთ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩვენს კომპანიაში, ამ მემორანდუმით ჩვენს თანაშრომლობას ფორმალური მხარე შევძინეთ.

მიგვაჩნია, რომ მემორანდუმი ორივე მხარისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება, ხოლო კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ გამოიმუშაონ პროფესიული უნარ-ჩვევები და დასაქმდნენ ჩვენს კომპანიაში“

იოსებ ბერიკაშვილი, კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი: „ ეს მემორანდუმი ორმხრივად ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ეს არის დასაქმების ახალი პერსპექტივა ჩვენი სტუდენტებისთვის. ჩვენ ასევე ვაპირებთ აკადემიური კუთხითაც ვითანამშრომლოთ და განვახორციელოთ ბევრი ერთობლივი პროექტი“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა