ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მეზობლებს შორის ჩხუბი დაჭრით დასრულდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 50-წლამდე მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. დაჭრილი მამაკაცი ფოთის ჰოსპიტალშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით მას ოპერაცია უტარდება, თუმცა, ექიმები ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს