ევროკავშირის ელჩი ახმეტასა და პანკისს ეწვევა

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ახმეტასა და პანკისში გაემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ელჩი სიტყვით გამოვა ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტის გახსნაზე. პროექტის ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად, შეიქმნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG). პროექტს ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს ორგანიზაცია "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" (Action Against Hunger).

„დღის მეორე ნახევარში ევროკავშირის ელჩი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე პანკისის ხეობაში ერთად გაემგზავრებიან. მათი ვიზიტი პანკისში ადგილობრივ ხელისუფლებასა და ხელმძღვანელებთან შეხვედრებს მოიცავს. გარდა ამისა, ისინი ბირკიანში საჯარო სკოლას ეწვევიან და შეხვდებიან პედაგოგებს, რომლებიც ახლახან სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ“, - აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა