ლევან იზორია სომხეთის პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ზოჰრაბ მნაცაკანიანს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრებზე მხარეებმა რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების გზებზე და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს.

„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ხაზი გავუსვით რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობასა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების უპირობობას. ის მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განხორციელების კუთხით, კიდევ ერთხელ დადასტურდა. განსაკუთრებით, თავდაცვის სფეროში, მოწოდებული ვართ ორმხრივი და მათ შორის, მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში კიდევ უფრო გავაძლიეროთ რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა ლევან იზორიამ შეხვედრების დასრულების შემდეგ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორია სომეხ კოლეგას დავით ტონოიანსაც შეხვდა და უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერა ხელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა