Berliner Wein Trophy-ის ჟიურის წევრებად  საქართველოდან ღვინის ექსპერტები მიიწვიეს

ბერლინის ღვინის საერთაშორისო კონკურსის „Berliner Wein Trophy 2019“-ის ჟიურის წევრებად საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია მიიწვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„კონკურსი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 21-24 თებერვალს იმართება. მასზე მსოფლიოს 41 ქვეყნის 1400-ზე მეტმა ღვინის მწარმოებელმა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია წარადგინა. შედეგები 1 მარტს გახდება ცნობილი. გამარჯვებული ღვინოები ჯილდოვდებიან „პრემიუმ ოქროს“, „ოქროს“ და „ვერცხლის“ მედლებით.

კონკურსის პროფესიონალურ ჟიურიში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.

„Berliner Wein Trophy“ გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმსხვილესი საერთაშორისო ღვინის კონკურსია და მასში მონაწილეობენ ცნობილი ღვინის მწარმოებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველწლიურად საკონკურსოდ წარმოდგენილია ათასობით ღვინის ნიმუში”, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი „Berliner Wein Trophy 2019“ წელს 23-ედ „გერმანიის ღვინის მარკეტინგის“ ორგანიზებით იმართება. კონკურსი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV), ენოლოგთა მსოფლიო ასოციაციისა (UIOE) და ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსების მსოფლიო ფედერაციის (VinoFed) პატრონაჟით ტარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა