საკონსულოს ინფორმაციით, თურქეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელები ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

თურქეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელები სავარაუდოდ, გუშინ, სასამართლოს დარბაზიდანვე, გაუსვლელობაზე ხელის მოწერის საფუძველზე გაათავისუფლეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თურქეთში საქართველოს საკონსულოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, კონსული უკვე ესაუბრა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს და სხვა წარმომადგენლებს და ამ დრომდე კონტაქტზეა მათთან.

„თარჯიმნის პრობლემა იყო და ამ ეტაპზე ყველაფერი გარკვეული არ გვაქვს, თუმცა კონსული ჩართულია ამ საკითხში. ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელები პატიმრობაში არ დატოვეს და გაუსვლელობის გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, თუმცა დანარჩენი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მათ შორის ის, თუ როდემდეა ქვეყნიდან გაუსვლელობა, როდის გაიმართება სასამართლო სხდომა და ა.შ. დაზუსტებით ყველაფერს ვარკვევთ და მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს ინფორმაციას“, - განუცხადეს საკონსულოში „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, ქურდობის ბრალდებით საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: საკონსულოს ინფორმაციით, თურქეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო