ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ რეორგანიზაციის რეალური მიზანი პარტიული აქტივის დასაქმებაა

ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციას გაერთიანებული ოპოზიცია ეხმიანება. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს, რომ რეორგანიზაციის რეალური მიზანი პარტიული აქტივის დასაქმებაა.

„მიგვაჩნია, რომ ქუთაისის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავდა არა მერიის მენეჯმენტის გაუმჯობესებას და პრობლემების მოგვარებას, არამედ პოლიტიკური და ვიწროპარტიული ამოცანების გადაჭრას, რაც დადასტურდა ქუთაისის მერის მიერ საკრებულოში წარმოდგენილი ახალი სტრუქტურით.

ახალი სტრუქტურის მიხედვით, იქმნება ერთი ახალი სამსახური და ერთი ახალი ა(ა)იპ-ი, ასევე სხვადასხვა სამსახურებში გაზრდილია შტატების რაოდენობა. რეორგანიზაციის შედეგად ქუთაისი მიიღებს გაზრდილ ბიუროკრატიას, დასაქმებული პარტიული აქტივისტებისა და ახლობლების გაზრდილ რაოდენობას და ბიუჯეტიდან მათ შენახვაზე გაწეული ხარჯების ზრდას, ხოლო ქალაქის წინაშე არსებული პრობლემები ისევ უცვლელი რჩება", - განცხადა გიგა შუშანიამ.

მისი თქმით, ქუთაისის მერმა კულტურის სამსახურის გაუქმების შემდეგ, გადაწყვიტა მერიის აპარატის შემადგენლობაში არსებული კულტურის განყოფილების გაუქმება, რითაც დაადასტურა, რომ მისთვის კულტურა პრიორიტეტი არ არის და მხოლოდ „თეატრალური მერის" და მსგავსი ტიტულების მიღებაზეა ორიენტირებული. მან ასევე ისაუბრა აუდიტის სამსახურის ფუნქციაზე.

„გაურკვეველია აუდიტის განყოფილების ნაცვლად აუდიტის სამსახურის შექმნა, როდესაც საზოგადოებას არ უნახავს განყოფილების მიერ მომზადებული არც ერთი დასკვნა ჩავარდნილ პროექტებთან და მუშაობის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ“, - განაცხადა გიგა შუშანიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს