სოფიო კილაძე - თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას აქვს პლუსებიც და მინუსებიც

თამარ ჩუგოშვილის ინიციატივა გუნდში არავისთან იყო შეთანხმებული, მას აქვს პლუსებიც და მინუსებიც, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას.

"თამარ ჩუგოშვილმა თავად თქვა, რომ ეს გუნდში არავისთან იყო შეთანხმებული და პირადი ინიციატივაა. ამ ინიციატივას აქვს პლუსებიც და მინუსებიც. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ გუნდში. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. მკვეთრად ჩამოყალიბებული რაიმე პოზიცია მე ჯერჯერობით არ მაქვს, რადგან ყველა არგუმენტს უნდა მოვუსმინო. ზოგადად, ამ მიმართულებით რეფორმები გვაქვს ჩასატარებელი. ამაზე არავინ დავობს და ვმუშაობთ, როგორც უზენაესი სასამართლოს მიმართულებით კრიტერიუმების გაწერაზე, ისე სასამართლო სისტემის განვითარებისთვის, გაჯანსაღებისთვის და ეს დროში მეტად უნდა დავაჩქაროთ, რომ საზოგადოებამ მეტი კარგი, კონკრეტული შედეგები იხილოს", - დასძინა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ თამარ ჩუგოშვილი ინიციატივით გამოდის, თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი გადაწყვეტილებით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს