საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ პრეზიდენტი - ფეხბურთელები თურქეთში მხოლოდ დაიკითხნენ და გაირკვა, რომ მაღაზიაში გაუგებრობა მოხდა

საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ პრეზიდენტი თურქეთში კლუბის ხუთი ფეხბურთელის დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. ქართლოს რუხაიას ინფორმაციით, ფეხბურთელები თურქეთის საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ დაიკითხნენ, რადგან მაღაზიაში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

„მე, პირადად თურქეთში არ ვიმყოფები, მაგრამ დეტალურად ვიცი რა მოხდა. გავრცელდა ძალიან არასწორი ინფორმაცია. არც ერთი ფეხბურთელი არ დაუკავებიათ, უბრალოდ მოხდა გაუგებრობა, ფეხბურთელებმა შეიძინეს საქონელი და ქვითართან დაკავშირებით რატომღაც არ მოხდა საქონლის გატარება თვითონ კონკრეტულ მაღაზიაში. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელს თან ჰქონდა შეძენილი საქონლის ქვითარი. მხოლოდ დაიკითხნენ და გაირკვა, რომ გაუგებრობა იყო. ყველა აღნიშნული ფეხბურთელი იმყოფება გუნდთან ერთად და აგრძელებს ვარჯიშს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოხდა მხოლოდ დაკითხვა და არავითარი დაკავება. იყო გაუგებრობა და ამით დამთავრდა ყველაფერი. გუნდი ჩვეულებრივად აგრძელებს მომზადებას“, - აცხადებს რუხაია.

შეგახსენებთ, კლუბ „ცხონვალის“ ხუთი ფეხბურთელის დაკავების შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა.

იხილეთ ვიდეო: საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" პრეზიდენტი - ფეხბურთელები თურქეთში მხოლოდ დაიკითხნენ და გაირკვა, რომ მაღაზიაში გაუგებრობა მოხდა

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია